ზელენსკი: ჩრდ. კორეელები, რუსებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა ფართოვდება და საბრძოლო მასალით ვაჭრობას სცდება. ზელენსკის თქმით, მოსკოვს რუსეთში, ჩრდილოეთ კორეიდან ადამიანებიც ჩაჰყავს, რომლებიც რუსულ არმიაში ირიცხებიან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ალიანსი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ძლიერდება… ეს არ არის მხოლოდ იარაღის გადაცემა, ეს არის, ფაქტობრივად, ხალხის გადაყვანა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტების შეიარაღებულ ძალებში“, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უსწრებდა სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეძალოა ჩრდილოეთ კორეამ ს დასახმარებლად, უკრაინის წინააღმდეგ ომში, საკუთარი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა „დიდი ალბათობა არსებობს“, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს.
„აშკარაა, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან უნდა განვითარდეს.. ფრონტის ხაზს მეტი მხარდაჭერა სჭირდება“,- ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი და განმარტავს, რომ ს სჭირდება შორ რადიუსზე მოქმედი იარაღის გამოყენება და უფრო მეტი შეიარაღება, რათა ფრონტის ხაზი გაძლიერდეს.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსულ არმიაში ჩრდილოეთ კორეელები ირიცხებიან, კატეგორიულად უარყოფენ კრემლში. გასული კვირის მიწურულს კრემლის პრესსპიკერმა თქვა, ეს ინფორმაცია „კიდევ ერთ ყალბ ახალ ამბავს ჰგავს“.

ასევე დაგაინტერესებთ