მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნინო ლომჯარიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრრებისთვის გამარჯვების მილოცვას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლომჯარიას მსგავსი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში.
„ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტიზმი. ამ ყველაფრისგან თვითონ ნინო ლომჯარიაც უნდა გათავისუფლდეს,“ -განაცხადა პრემიერმა.