მიხეილ სარჯველაძემ City Cancer Challenge-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, City Cancer Challenge-ის ღონისძიებაზე ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისებისა და უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მ მიმართა.
„შეხვედრაზე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უწყების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიმართა.
ფონდი City Cancer Challenge ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები: თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, City Cancer Challenge-ის ევროპის რეგიონის დირექტორი – სოფი ბუსმანი, city cancer challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი – ისაბელ მესტრესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ