ლიურმანი: მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, დღეს 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოში არსებული ვითარებასაც განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბარში ლიურმანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას სირთულეებს უქმნის.
“ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. სრულიად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხალხს ჰქონდეს უფლება, მათი გზა თავისუფლად განსაზღვრონ და ამიტომაც, საკვანძო მნიშვნელობისაა ს სანდოობა, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს”, – განაცხადა ანა ლიურმანმა.
უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის , ჟოზეპ ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ თუ ზოგ წევრს მისი განხილვა მოუნდება “ასეც მოიქცევიან”.
ლუქსენბურგში ევროკავშირის საგარეო მინისტრები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით მინისტრები ინფორმირებული იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგემილი არჩევნების შესახებაც.
ლიურმანის განცხადების კომენტირებისას პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ თქვა, რომ „დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა” და მსგავს განცხადებებს, რომლებიც მრავლად მოუსმენიათ აქვს “ჩალის ფასი”.
“აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივო კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, – თქვა კალაძემ მედიასთან საუბარში.
გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მკაცრ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვასა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ სთვის სანქციების დაწესებაზე.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა “აგენტების კანონის” მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

ასევე დაგაინტერესებთ