ქართველი არბიტრები ერთა ლიგაზე – ფინეთი-ინგლისის შეხვედრა გიორგი ყრუაშვილის ქართულმა ბრიგადამ განსაჯა

ერთა ლიგის მატჩი ფინეთსა და ინგლისის ნაკრებებს შორის გიორგი ყრუაშვილის ქართულმა ბრიგადამ განსაჯა.
ჰელსინკის „ოლიმპია სტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში ყრუაშვილს ასისტენტის როლში ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო, ხოლო VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა.
ერთა ლიგა B2 ჯგუფის შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა – 1:3. ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება იმდენად მშვიდობიანი გამოდგა, ქართველ არბიტრს ერთი ყვითელი ბარათიც არ გამოუყენებია.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ