სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან, ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში

ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან.
„დღეს არის სვეტიცხოვლობა და ყველამ უნდა ისაუბროს ამ დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე, აქ იგულისხმება, როგორ ფიზიკური, ასევე სულიერი მთლიანობა და გამთლიანება.
ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა. რაც შეეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, ბუნებრივია, სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს. რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ.
თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტენდენცია იკვეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც უნდა გეწყინოთ და არც უნდა გაბრაზდეთ ამის გამო“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“