ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან – ნინო ლომჯარიას განცხადებაზე

ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ქართველებს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონია, რაც ასე არ არის.
მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს.
„ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის მნიშვნელობა არ იციან. ყველანაირად წყალწაღებული ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

გვაქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას – ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ