საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება – როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და ს.
„კომერსანტი“ გაგაცნობთ, საქართველო-ალბანეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს:
ვაჭრობა
საქართველოსა და ალბანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის 7 თვეში 99.7%-ით გაიზარდა, თუმცა ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 1.2 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 428.8 ათასი აშშ დოლარი.
წელს სავაჭრო ბრუნვიდან 340.3 ათასი აშშ დოლარი ექსპორტი იყო, საიდანაც, ექსპორტი 930%-ით გაიზარდა, რაც სპეც დანიშნურების მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების რეექსპორტმა გამოიწვია. გარდა ამისა, ალბანეთიდან შემოგვაქვს ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, მსუბუქი ავტომობილები, ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდამქმნელები.
რაც შეეხება იმპორტს, ალბანეთში 943.6 ათასი დოლარის საქონელი გავიტანეთ, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ქრომის მადნები და კონცენტრატები. მეორე ადგილზეა აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე, მესამეზე კი აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის.
2024 წლის პირველ ნახევარში ალბანეთიდან სულ 295 ადამიანი შემოვიდა, თუმცა ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 31.7%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ