გერმანიის საგარეო მინისტრის მოადგილე: ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის EU-სკენ გზას

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი ამბობს, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
მინისტერიალის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ნმთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.
“სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა, ამიტომ ს თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია”, – თქვა მან.