დარკვეთის მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასთანხმდა მათ მოთხოვნას 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ყველაზე მისასალმებელი ის იყო, რომ ეს პროცესი იყო უპრეცედენტო. მაღაროელების ასეთი გაერთიანება და სოლიდარობა აქამდე არ მინახავს. ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი, მოთხოვნები რაც იყო დაყენებული მიღწეულია. არის გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს ამ ადამიანების მოთხოვნები. დარკვეთის მაღარო თებერვლის თვიდან გადავა 12 საათიან გრაფიკზე, რაც იყო აქ დასაქმებულთა მოთხოვნა.
ამასთან, როცა იყო ხელფასებში სხვაობა, ეს მაღარო რომ ვახტურ რეჟიმზე გადავიდოდა, ხელფასში რჩებოდა აცდენა სხვა მაღაროებთან შედარებით, დაახლოებით 9 ლარი. ესეც გასწორდება და პირველი თებერვლიდან გაუთანაბრდება სხვა 12 საათიან რეჟიმში მომუშავეებს.
ვინც 8 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმ მაღაროში დასაქმებულებს საათობრივი ანაზღაურება განსხვავებული ჰქონდათ, ვიდრე 12 საათიანი რეჟიმით მომუშავეებს, რაც ასევე უთანასწორობას იწვევდა. ესეც გასათანაბრებელი იყო. კომპანიამ გვთხოვა გაგვეთვალისწინებინა კრიზისი და დრო მიგვეცა 6 თვე. 1 ივნისს იმ ადამიანების ხელფასებიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება 12 საათიან რეჟიმში მომუშავე ადამიანებს,“ — აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა 1 დეკემბერს შეაჩერეს.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს