ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიქტსონმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია დაიშალა და ქვეყანაში 30 ნოემბერს რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პრესკონფერენციაზე ბენედიქტსონმა ამის მიზეზად დაასახელა მზარდი უთანხმოება სამ მმართველ პარტიას შორის თავშესაფრის მაძიებლებსა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Პრემიერ-მინისტრის თქმით, ორშაბათს იგი შეხვდება ისლანდიის პრეზიდენტს, ჰალა თომასდოტირს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მედიის ინფორმაციით, არჩევნები უნდა ჩატარდეს პარლამენტის დათხოვნის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 45 დღეში.
ბენედიქტსონი, მემარჯვენე „დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერი, აპრილში ისლანდიის პრემიერ-მინისტრად კატრინ იაკობსდოტირის შემცვლელად მას შემდეგ აირჩიეს, რაც ამ უკანასკნელმა გადადგომისა და პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის შესახებ განაცხადა.
კოალიციურ მთავრობას, რომელიც შედგება „დამოუკიდებლობის პარტიის“, „ცენტრისტული პროგრესული პარტიისა“ და მემარცხენე „მწვანეებისგან“ ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.
ამის მიზეზი ვულკანის ამოფრქვევები გახდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები. ამ მოვლენამ ზეწოლა გაზარდა ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების პრობლემის წინაშე იდგა.
პირველი არხი