რუსეთის სამხედრო აეროდრომზე “ორენბურგ-2” სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ტუ-134 დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაპოლკის ტუ-134 თვითმფრინავი. გამანადგურებელი ხანძარი გაჩნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომ “ორენბურგ-2”-ზე, სადაც ტუ-134 იყო განთავსებული, – ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ასეთი საბჭოთა თვითმფრინავები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გადასაყვანად გამოიყენება.
