გიორგი ვაშაძე – სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე – არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში. ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიასა“ და კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ახლა სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის.
„ჩვენი პოზიცია ძალიან კონკრეტულია, ქარტიიდან გამომდინარე, პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ. შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუძღვება. არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ