ზუგდიდში „ევროპელი დემოკრატების“ საარჩევნო კამპანია გაიმართა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.
როგორც დავითაია აცხადებს, ზუგდიდის მოსახლეობა შეხვედრებზე მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის და ევროპული ღირებულებების მიმართ.
„ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ზუგდიდში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის უნდა განხორციელდეს, ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ მდგომარეობას.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს იმ პოზიციისთვის, რაც მათ ევროპული ღირებულებების და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ აქვთ. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა, რაც არის გადამწყვეტი იმ საგარეო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რაც ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარეობს“, – აცხადებს პაატა დავითაია.
ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.