რუსეთმა ქერჩის ხიდის აფეთქებაში თანამონაწილეობისთვის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ქერჩის ხიდის აფეთქებაში თანამონაწილეობისთვის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გამოძიების მიხედვით,
საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძე და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკო 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეებად ითვლებიან. ინფორმაციას რუსული მედია TASS-ი საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ბრალად ედებათ ტერაქტის მომზადება, რომლის დროსაც ადამიანი გარდაიცვალა, ასევე პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა. მოსკოვის სასამართლოს დადგენილებით, ალექსანდრე ინასარიძე დამნაშავედ დაუსწრებლად სცნეს. ამასთან საქართველოს მოქალაქის ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ ინასარიძის დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობა სათანადოდ არ გამოძიებული და მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 თვეში, 8 ოქტომბრის დილის საათებში ქერჩის ხიდზე ძლიერი აფეთქების შედეგად გზის ნაწილი ჩამოიშალა, სარკინიგზო გზაზე მიმავალ სატვირთო შემადგენლობას კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ს პრეზიდენტმა მაშინ ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებულია.