ნათელა გრიგალაშვილი Eyeshot-ის კონკურსის ჟიურის წევრი გახდა

ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი Eyeshot-ის კონკურსის ჟიურის წევრი გახდა.
“წელს Eyeshot-ის ქუჩისა და დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონკურსის ჟიურის წევრობა მხვდა წილად, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს!” – წერს ნათელა გრიგალაშვილი.
Eyeshot დამოუკიდებელი იტალიური გამომცემლობაა, რომელიც ქუჩისა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე კონცენტრირებულ ნამუშევრებს გამოსცემს.