გურჯაანში რიგით მეექვსე გურჯაანის გაიმართა

გურჯაანში, ღვინის ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.
ფესტივალი, რომელიც ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში გაიმართა, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 2022 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში; წარმოდგენილი იყო IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. მოეწყო შემოდგომის ნობათისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღვინის ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. მათთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი და კერძო სექტორის წარმომადგენლები.