წმიდა მელქისედეკ პირველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სვეტიცხოვლის განმაახლებელი (XI)

წმიდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახ. 1010-1030 წლებში, მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმიდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმიდა მელქისედექი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამათმთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება.
„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმიდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“.
წმიდა მელქისედეკი რამოდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1030 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს, წმიდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან.
ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედექ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) +1049).
წმიდა მელქისედეკის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება