კალიფორნიაში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად

კალიფორნიაში რივერსაიდის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა შეიარაღებული ადამიანი დააკავეს რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატის ს წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად. ოლქის შერიფმა მომხდარს უწოდა “სავარაუდოდ, თავიდან აცილებული მკვლელობის მცდელობა”, – იუწყება გამოცემ Press Enterprise-ი.
მეზობელ შტატ ნევადის მკვიდრის, 49 წლის ვან მილერად იდენტიფიცირებული მამაკაცის მანქანა აქციის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე გააჩერეს. Los Angeles Times-ის თანახმად, მანქანაში მილერის კუთვნილი თოფი და პისტოლეტი იპოვეს. იარაღი დატენილი აღმოჩნდა, ეჭვმიტანილს ასევე უპოვეს ტყვიებით სავსე მასიური მჭიდები.

დაკავების დროს მილერმა ტრამპთან შეხვედრაზე დასასწრები ყალბი VIP მოწვევა და პრესის პირადობის მოწმობა წარადგინა. შერიფ ჩად ბიანკოს თანახმად, ეჭვმიტანილი რეგისტრირებული რესპუბლიკელია, რომელიც 2022 წელს ნევადას საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნებში მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ მილერი მემარჯვენე ანტისამთავრობო ჯგუფის წევრია.
მილერი დააპატიმრეს დატენილი იარაღის ტარებისა და მაღალი ტევადობის მჭიდები ფლობის ბრალდებით. ტრამპის შტაბს ახალი ამბების გამოქვეყნების დროს შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია კანდიდატის ან მასთან შეხვედრის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე წინასაარჩევნო პერიოდში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც