ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად

ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„როგორც მოგეხსენებათ ამნისტია არის ძალიან ჰუმანური აქტი, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დატოვონ პენიტენციური დაწესებულება, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ნორმალურ ცხოვრებას.
ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, იმაზე მნიშვნელოვანი საქმე რა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომ მიანიჭოს ადამიანებს თავისუფლება. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენი აქტიური ჩართულობის შედეგად ეს პრობლემა გადაიჭრა და პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
დღეს უკვე ამნისტიის კანონის შედეგად მრავალ ადამიანს შეუძლია დატოვოს პენიტენციური დაწესებულება და დაუბრუნდეს საზოგადოებაში ნორმალურ ცხოვრებას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა