წარმატებით დასრულდა ხომალდ „სთარშიპის“ პირველი ფაზის სტარტი

აშშ-ის ტეხასის შტატში მდებარე სასტარტო მოედნიდან კვირას განხორციელდა მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტის „სუპერ ჰევის“ გაშვება კოსმოსურ ხომალდ „სთარშიფითან“ ერთად. გაშვება ხომალდის შემქმნელმა კომპანია SpaceX-მა განახორციელა.
ფრენის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. დაახლოებით 74 კილომეტრის სიმაღლეზე „სუპერ ჰევის“ პირველი საფეხური მოწყდა „სთარშიპს“ და მიწაზე დაეშვა. ისტორიაში პირველად მან განახორციელა უკან, სასტარტო კომპლექსზე დაჯდომა სისტემა Mechazill-ს ბერკეტების საშუალებით. ამ მომენტის ვიდეო სოციალურ ქსელში კომპანია SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა გაავრცელა.
ხომალდმა „სთარშიფმა“ საცდელი გეგმის შესაბამისად, დედამიწის გარშემო ერთი წრე გააკეთა, რის შემდეგაც იგი ორბიტას მოწყდა და ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა. ილონ მასკმა გამოცდას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ხომალდი მითითებულ რაიონში ჩაიძირა.
წინა საცდელი ფრენა ივლისში ჩატარდა. მაშინ 33 ძრავით აღჭურვილმა პირველმა ფაზამ პირველად შეძლო მსუბუქად დაშვება მექსიკის ყურეში, ხოლო თავად „სთარშიფმა“ გეგმის თანახმად, ინდოეთის ოკეანეში განახორციელა დაშვება.
„სთარშიფი”, როგორც მის შემქნელკომპანიაში აცხადებენ, სპეციალურად მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიებისთვის შეიქმნა. სარაკეტო სისტემა უფრო მაღალი და მზიდია, ვიდრე მსოფლიოში ოდესმე შექმნილი ნებისმიერი სისტემა.
კომპანია SpaceX-ი ესწრაფვის, რომ Starship-ის რაკეტის ამ ტიპით შეცვალოს უკვე მოქმედი Falcon-ი, რომელიც რეგულარულად გამოიყენება უპილოტო თუ ასტრონავტებით განხორციელებული მისიების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც