,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირის ამაღლების სამუშაოები მომდინარეობს.
შეგახსენებთ, ეს ის მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელშიც 27 სექტემბერს რუსი ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა.. ის მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა და ცეკვავდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის 30 სანტიმეტრი სიმაღლის ჯებირს წამოედო, ჩავარდა და დაიღუპა.