გიორგი ჩაკვეტაძე – ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ – ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ

“ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ – , ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, სენაკში, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე პარტიული აქტივისტები დააახვედრეს.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, “სისხლიანი პროკურორის, ს პარტიელებისგან არაფერია გასაკვირი, რადგან ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ”.
“ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ახალგაზრდული კამპანია 2024” აქტიურად მიმდინარეობს და ნაცებმა რა ვქნათო და ორი პარტიული აქტივისტი დაახვედრეს ჩვენებს სენაკში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.
თამუნა კვირკველიამ ტელეფონზე ვიდეო ჩართო და ირაკლი ჩხვირკიამ ახალგაზრდულ მსვლელობას კლასიკური ნაცური შეურაცხყოფა მიაყენა.
სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერი გვიკვირს. ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა. ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ – შეურაცხყოფების მიყენებას ცდილობენ. ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა და ყველაფერი ძველი აქვთ.
ჩვენი საქართველო ნამდვილად აქ არის! 26 ოქტომბერს სრული მობილიზაცია გვჭირდება რომ ამათ ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქვათ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც