გორში „გორის დღე 2024“ აღინიშნება

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ აღინიშნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგობარი ქალაქებიდან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციების (ოჟიში და ბიალისტოკი – პოლონეთი) წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხე.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.
„სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ-ტური“ და კონცერტები იმართება.
„გორის დღე 2024“-ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, მონაწილეობას იღებენ „ნართები“ და ჯგუფი „ურსა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც