მალტის მოსახლეობა მიუსაფარი კატების გამოკვებისთვის ფულს მიიღებს

მალტის მაცხოვრებლებს, რომლებიც მაწანწალა კატებს კვებავენ, ფული გადაეცათ.
ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია ორი ათასზე მეტი “დამპურებელი”, ანუ მიმკედლებელი, რომელიც ცხოველის გამოკვებაზე ზრუნავს.ისინი ყოველდღიურად ნებაყოფლობით კვებავენ მიუსაფარ კატებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
მალტის მთავრობამ მათთვის ვაუჩერების მიცემა დაიწყო, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია უფასო საკვებზე. ყველა რეგისტრირებულ „მიმწოდებელს“ შეუძლია მათი მიღება, მიკედლებული ცხოველის რაოდენობის გათვალისწინებით (რაც მეტი კატა, მით მეტი საკვები).
მალტა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქუჩებში ნაკლები უპატრონო ცხოველი იყოს. მაგალითად, მაწანწალა კატების სტერილიზაცია უფასოა, თუმცა, ქუჩებში ჯერ კიდევ 36 ათასამდე კატა ბინადრობს.
სხვათა შორის, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ახლახან გამოჩნდა დანადგარები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების საკვებს იძლევა, პლასტმასის ბოთლების გადამუშავების სანაცვლოდ. ამ გზით, ქალაქის მთავრობა ერთდროულად 2 პრობლემის გადაჭრას ცდილობს: მაცხოვრებლები, ერთი მხრივ, ქუჩის კატებსა და ძაღლებს დააპურებენ, მეორე მხრივ, გააქტიურდება პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენცია. მოწყობილობა სრულიად ავტონომიურია და არ საჭიროებს ქსელთან (დენის წყაროსთან) მიერთებას, რადგან აღჭურვილია მზის პანელებით და მუშაობს მზის ენერგიაზე.