მედია – ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიას პარასკევს, 18 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, ბაიდენის ვიზიტს არ ექნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის სახე და შემოიფარგლება ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით.
Spiegel -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ