შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების ინფორმირების მიზნით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“,- აღნიშნულია -ს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდაჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ – მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე ესტონეთის ელჩს- ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აზარალებს იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს მოსახლეობაში