გიორგი ვაშაძე – მანგანეცით მდიდარი ქალაქი ჭიათურა ასეთ სიღარიბეში არ შეიძლება ცხოვრობდეს – 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ „ოცნებას“ და წავალთ განვითარებისკენ

დღეს ვართ ჭიათურაში და ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჭიათურა 26 ოქტომბრის არჩევნებში თავის სათქმელს იტყვის.
„მოგესალმებით ჭიათურიდან, ჩვენი უწყვეტი ტურნე საქართველოს გარშემო გრძელდება, გუშინ ათასობით ადამიანი თბილისში შევიკრიბეთ, დღეს უკვე ვართ ჭიათურაში, ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას. ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს მოვიშორებთ „ოცნებას” და წავალთ წინ განვითარებისკენ. ყველა ქალაქი და სოფელი ფეხზე დგას, ყველა აპირებს არჩევნებზე მისვლას. აქედან კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ხალხო, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროპაში, 14 მილიარდის მოტანა , სოფლების და ქალაქების განვითარება. აი, ჭიათურაში ვართ ახლა და არ შეიძლება ასეთი შავი ოქროთი, მანგანეცით მდიდარი ქალაქი, სიღარიბეში ცხოვრობდეს, იმიტომ, რომ აქაც ვიწრო კლანი აზის ამ ყველაფერს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს.
ჩვენ მოგვაქვს სიკეთე, განვითარება, კლანებისგან თავისუფალი საქართველო, სადაც აბსოლუტურად ყველას ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ასე, რომ წინ განვითარებისკენ, წინსვლისკენ და ჭიათურა თავის სათქმელს იტყვის, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ