„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და კომენტარიც თვითონვე დაწერეს, რომ თითქოს და ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს – ეს ყველაფერი კი გაავრცელა სამთავრობო მედიებმა და ასე ცდილობენ ტყუილების გავრცელებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის წარმატებებს უსურვებს.
„გუშინ, საინფორმაციო საშუალებებმა – ტვ „იმედმა” და „პრაიმ ტაიმმა“ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თითქოს და მე, დათო ხომერიკმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე დავტოვე კომენტარი, სადაც აღვნიშნავდი, რომ ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნული გვერდი შექმნილია „ქართული ოცნების“ მიერ და „ფეიქ ექაუნთიდან“ დაწერეს აღნიშნული კომენტარი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც მე ფეისბუქის გვერდზე ავტვირთე. მე, დათო ხომერიკი ვერასდროს ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრების მეტოქეს და ჩვენს ბიჭებს ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა დათო ხომერიკმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.