ენმ აცხადებს, რომ მათი ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დაარბიეს პარტიის ოფისი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში.
“შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული და შუშები დამტვრეული. აქაურობა ნამსხვრევებით არის სავსე” – თქვა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პოლიციას არ მიმართეს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მომხდარს გამოიძიებს.
“წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება, მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი” – თქვა ირაკლი ნადირაშვილმა და დასძინა, რომ დარბევის, ძალადობისა და მუქარის არ ეშინიათ.

ასევე დაგაინტერესებთ