სოფო ჯაფარიძე – თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ – ვერ გაგვაჩერებენ

ივანიშვილს თუ რამის ეშინია დღეს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევა.
მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.
„ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება. სულ 13 დღე დარჩა და შეშინებულები არიან. ეს არის რუსი ოლიგარქის, ს შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და გაგვაჩერებენ, პირიქით, წინ, გამარჯვებისკენ ვივლით და ერთიანობით გავიმარჯვებთ.
თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები, გამორჩეულად ერთიანები ვართ. ამიტომ, ჩვენ კოალიციაზე თავდასხმები არ სრულდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. 26 ოქტომბერს აუცილებლად, ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ს განცხადებით, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

ასევე დაგაინტერესებთ