შსს – უწყების მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში.
როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.
ასევე, განვმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.