ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ოფისში ჩამსხვრეულია შუშები, ოთახში კი საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს.
ნადირაძის თქმითვე, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
“ჩანს, ქართული ოცნება და როგორი შეშინებულია. დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. დილას ოფისი უკვე ასე დაგვხვდა. შუშის ნამსხვრევებითაა აქაურობა სავსე… ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია, ეს კიდევ მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ეს რუსები და მოღალატეები”- ამბობს ნადირაძე ფორმულასთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან