სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა.
„დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.
რეაბილიტირებული სერვის ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის .
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სერვის ცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს.
ქვეყნის მასშტაბით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჯანდაცვის მომსახურების ცენტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაშ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს