დანიის მაცხოვრებლებს ძილს ასწავლიან

დანიის ქალაქ ბრენერსლევში დაიწყეს უფასო კურსი, რომლითაც მოქალაქეები სწორად ძილს ისწავლიან.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდი ძილი შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადება, ან დაამძიმოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასაკმარისი, ან არასწორად ძილი, შეიძლება, მიზეზი გახდეს შემდეგი დაავადებების: გულის დაავადება, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესები, კიბო და სიმსუქნე. დადგენილია, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღება, ფოკუსირება და ემოციების კონტროლი.
აღმოჩნდა, რომ დანიელების თითქმის ნახევარს ცუდად სძინავს – მონაცემი ეკითვნის ცენტრს, რომელიც ძილის დარღვევებს სწავლობს და პრევენციისთვის მუშაობს.
ძილის, ანუ Brennerslev-ის კურსების დროს მონაწილეებს ასწავლიან როგორ გააუმჯობესონ ძილის რეჟიმი. მაგალითად, მიზანშეწონილია დაიძინოთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს, არ დაიძინოთ დღისით, შეინარჩუნოთ ტემპერატურა ოთახში ღამით +18-დან +21 გრადუსამდე და თავი აარიდოთ რთულ გონებრივ მუშაობას დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
თავდაპირველად კურსის ჩატარება მხოლოდ ერთხელ იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო კურსების სიხშირე გაზარდეს და გადაწყვიტეს მათი რეგულარულად ჩატარება.
სხვათა შორის, ში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ახლობლებისთვის კურსები ადრეც იყო. იქ ადამიანები საკუთარ თავზე მუშაობას სწავლობდნენ. უფრო კონკრეტულად ასეთ კურსებზე ისინი სწავლობენ თავიანთი ემოციური მდგომარეობის უკეთ მართვას და გაძლიერებას. საქმე ისაა, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად უამრავ ენერგიას ხარჯავენ ფსიქოზის ნიაგნოზის მქონე ავადმყოფის დასახმარებლად, მაგრამ სტრესის გამო და სათანადო მხარდაჭერის გარეშე, ისინი ხშირად მსხვრეპლი თავად ხდებიან, თავადვე უჩნდებათ ფსიქოლოგიურ პრობლემები და თავადვე ხდებიან სამკურნალო. კურსის განმავლობაში ექსპერტები ასწავლიან მათ, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე ისე, რომ არ გადაიწვან. ბუნებრივია, ნორმალური ემოციური მდგომარეობის მქონე ადამიანი უკეთ ეხმარება ავადმყოფს თავიდან აიცილოს რეციდივები.
საპილოტე კურსები უკვე ჩატარდა ქვეყნის დედაქალაქის რეგიონში და სამხრეთ დანიაში. მათზე 160 ადამიანი დარეგისტრირდა. მომავალი წლიდან ეს კურსები ხელმისაწვდომი იქნება მთელი დანიის მასშტაბით.
იტალიელი და გერმანელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, შიზოფრენიით დაავადებულთა 90%-ს, რომელთა ნათესავები ჩართულნი არიან მკურნალობის პროცესში, რეციდივის რისკი არ ემუქრება. თუ პაციენტები არ იღებენ დახმარებას ოჯახისგან და მეგობრებისგან, ეს მაჩვენებელი 63%-მდე ეცემა.