ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ

„ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის მოსული, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის სამშვიდობო პოლიტიკას. ამაზე მნიშვნელოვანი რომ არაფერია, მათ ყველაზე კარგად იციან“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა ბარსელონაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ.
„ყველა საუბრობს იმ უბედურებასა და ტრაგედიაზე, რაც დღეს ჩვენს მეგობარ ში ხდება და რაშიც ვერავინ ეხმარება – ფაქტობრივად, უკრაინა მიტოვებულია ბედის ანაბარად. და ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები იმავე ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ. ამ ყველაფრის თავიდან აცილებაზე დიდი საქმე დღეს საქართველოს არ აქვს.
ყველა კარგად ხედავს, თუ რამდენს აკეთებს „ქართული ოცნება“ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროპაში არიან, დაწყებული იმ ზოგადი პოლიტიკით, რომელიც უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გულისხმობს (რაც თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია), დამთავრებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის (ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს) გარდაცვალება ან ავადმყოფობა.
ყველა ხედავს, ქართული სახელმწიფო რასაც აკეთებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასეთ შემთხვევებში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წუხან, რომ არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა და აინტერესებთ, რამდენად მარტივად შეუძლიათ ამის მიღება. თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, მოგვაკითხონ, დაგვეკონტაქტონ და მაქსიმალურად შევეცდებით ვიყოთ შუამავალი მათსა და შესაბამის სტრუქტურებს შორის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა