იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ჩინეთის ქალაქ უსიში დასრულდა იუნიორთა შორის გრან-პრის ბოლო მე-7 ეტაპი, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი მონაწილეობდნენ.
ინგამ ორი პროგრამის ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, საგულისხმოა, რომ 34 მონაწილე სპორტსმენს შორის ევროპის ქვეყნის მოციგურავეებიდან მას პირველი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. თავისუფალი პროგრამა ქართველმა სპორტსმენმა უშეცდომოდ შეასრულა და მათ შორის, ისეთი ურთულესი ელემენტი, როგორიცაა სამ-ნახევარი აქსელი. ინგამ ელემენტების შესრულების ნაწილში მის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, ტურნირზეც 74.72 ქულა საუკეთესო აღმოჩნდა და თავისუფალ პროგრამაში 128,69 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
კონსტანტინე სუპატაშვილმა კი მე- 13 პოზიციით დაასრულა გრან-პრის ბოლო ეტაპი.