უკრაინელებმა ხუთ ოლქში რუსების 31 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული 31 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ 36 დრონი კი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა, საერთო ჯამში, 68 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ს ქალაქებიდან კურსკიდან და ორიოლიდან, ასევე „ისკანდერ-მ“ ტიპის ოთხი რაკეტა კურსკის ოლქიდან და დროებით ოკუპირებული დან და კიდევ ორი „ხ-59“ ტიპის რაკეტა კურსკის ოლქიდან.
ოკუპანტებმა რაკეტებით შეუტიეს პოლტავას, ოდესას, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ს, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ