გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა

ეს ადამიანები წამსვლელები არიან ყველაფერზე და გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულებზეც წასულან ვიდრე, ვთქვათ, გივი თარგამაძის ლიკვიდაციაა. გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარკვეულ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ასე, რომ როდესაც საუბრობენ მეიდნის სცენარზე, ამას საფუძველი მათ გააჩნია.
„ადამიანი, რომელიც გადმოდის საზღვარზე, ასახელებს გია ლორთქიფანიძეს, იგი ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის გადმოსვლაც დაგეგმა და მას არჩევნების დღეს რევოლუცია უნდა მოეწყო. მადლობა ღმერთს, იგი დააკავეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, სააკაშვილის გადმოსვლის ორგანიზების წინაპირობები; ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ადრე; ყველამ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები, ადამიანები, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვების. ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე