ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით –

ევროკომისიის მხრიდან გვაქვს დადებითი რეკომენდაცია და ამას არაფერი უშლის ხელს, საჯაროდ არცერთი ქვეყანა ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ამასთან, უკრაინის შესახებ უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის შიდა დისკუსიების საკითხია.
“ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არცერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილება? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს