“მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი გადადგება” | კობახიძის პოლიტიკური პროგნოზი ბუდაპეშტიდან

“მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგება”, – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონში ახალი პოლიტიკური გუნდით ჩაერთვება, თუმცა მმართველი პარტია არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ზურაბიშვილის თანაგუნდელები.
“დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს, რომ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და ის მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად რა შანსი აქვს მას, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური ნაცმოძრაობის გაძლიერებაში წინა საარჩევნოდ” – ამბობს .
შეგახსენებთ, რომ “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 5 დეკემბერს გაემგზავრა.