1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია – მინისტრის მოადგილე

ქართული ჩაის ხელშესაწყობად სახელმწიფო ჩაის რეაბლიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია; ამასთან ერთად, შესაბამისი ტექნიკითაც ვეხმარებით ფერმერებს”, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა.
ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა.