ბათუმში ბინების გაყიდვები 11%-ით, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა

მესამე კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით 3,813-მდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა და 198 მილიონი დოლარი შეადგინა, – ასეთი შედეგი აჩვენა Colliers Georgia-ს ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ბოლო კვლევამ.
მხოლოდ სექტემბერში ბათუმში 19%-ით მეტი 1,401 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,126 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, მ²-ზე 988 აშშ დოლარამდე შემცირდა.