კახა კალაძე ოპოზიციაზე – მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან – პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზებით ქვეყანაში, – ასე ეხმაურება პარია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაზე ს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება.
როგორც კალაძე აცხადებს, ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და კრიზისული ვითარება იყოს.
„ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზებით ქვეყანაში. რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა [თანამდებობა], რა არის საპროტესტო? რა ხდება ცუდი ქვეყანაში? ის, რომ მშვიდობა გვაქვს? ის, რომ ბომბები არ ცვივა და ქალაქები და სოფლები არ ნადგურდება?
ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი კრიზისული ვითარება, საომარი მოქმედებები, ქალაქში და სოფლები ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იყოს გაუბედურებული ოჯახები, იყოს დაღუპული ახალგაზრდობა, ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის „პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით“.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციაში „ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან“.
“მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება შესაბამის სტრუქტურებს და საზოგადოებასაც. იციან, რომ წაგებული აქვთ, არანაირი რესურსი, შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ არ აქვთ რომ არჩევნები მოიგონ და ამგვარი ქმედებებით და პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.