თბილისმა ჩაის ფესტივალს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება.
ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% უკავია.
ქართული ჩაის მწარმოებლები მსგავსი სახის ღონისძიებებს მიესალმებიან. მათი თქმით, ფესტივალი საშუალებას აძლევთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნკინაცია დაამყარონ და ახალი პროდუქცია გააცნონ.

ასევე დაგაინტერესებთ