ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის

მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების – “ორი კვირა გამარჯვებამდე” ჩატარებას ხელს უშლის,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თბილისის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის განმარტებით, დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახური მათ ხელს ღონისძიებისთვის საჭირო ტექნიკის განთავსებაში უშლის.
“დღეს, 21:00 საათზე, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შეხვედრა, ძალიან დიდი ღონისძიება, “ორი კვირა გამარჯვებამდე” და მერიის უსაფრთხოების სამსახური დილიდან გვიშლის ხელს, რომ ჩვენი კუთვნილი აპარატურა, ტექნიკა არ იყოს განთავსებული, რათა ხელი შეეშალოს ამ დიდ ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს იმაზე, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“. მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და, შესაბამისად, ასეთი იაფფასიანი მეთოდებით ცდილობენ ოპოზიციას ხელი შეუშალონ ამომრჩევლებთან შეხვედრაში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობა“ ავრცელებს.