პრემიერი – როდესაც მიხეილ როთი, არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან, ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, აქ რაში გვჭირდება ეუთო/ოდირი?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი არჩევნებში გარე ძალების ჩარევის მაგალითად ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას ასახელებს.
კითხვაზე, გარე ჩარევის საკითხი თუ ამდენად აქტუალურია, რატომ არ მოხვდა ის ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში, კობახიძემ უპასუხა: „როდესაც მიხეილ როთი, არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან, ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, აქ რაში გვჭირდება ეუთო/ოდირი“.
მისივე თქმით, არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, როდესაც საუბარი მიდის სანქციებზე, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის განცხადებები ჩარევებზე, საფუძვლიანია.
„არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, როცა ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის პირდაპირ ბუნდესტაგის ერთ-ერთი არეული წევრი მიხეილ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, რა შუაშია აქ უსაფუძვლობა, ყველაფერს აქვს მყარი საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ