მედია: რა მისიით ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!

ბოლო დროს მმართველმა პარტიამ დასავლეთის მიმართ თითქოს ტონი შეარბილა, თუმცა ამ კვირის განმავლობაში მოვისმინეთ -ისა და ევროკავშირის მკაცრი განცხადებები – პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ხვდებიან იმ პოლიტიკის გამო, რასაც “ოცნება” ატარებს, რომ მომავალი ურთიერთობა მთლიანად დამოკიდებული იქნება ს დემოკრატიულად ჩატარებაზე. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის დღის წესრიგში­ იყო გაწერილი. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.

“დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას”

ვახტანგ ძაბირაძე: – ვფიქრობ, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ვითარება უფრო გამწვავდება. ამავე დროს ველოდები, რომ გაძლიერდება ჩვენი პარტნიორების ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე”, რათა არჩევნები ჩატარდეს იმაზე დემოკრატიულად, ვიდრე თუნდაც 2020 წლის არჩევნები.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 35%-იანი მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე რამდენი ადამიანი მივა და რამდენი პროცენტი დარჩება გადაუნაწილებელი. ეს ორი ფაქტორი იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს უმრავლესობის მოპოვება. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის.

თუკი ჩავთვლით, რომ არჩევნებზე 2 მილი­ონი კაცი მივიდა და “ოცნებამ” 35% მიიღო, ეს 700-750 ათასი ხმაა, რაც ძალიან რეალურია ყოველგვარი გაყალბების გარეშეც “ოცნებისთვის”. თუ მანდატების 20% დარჩება გადაუნაწილებელი, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” 60-62 მანდატს მიიღებს. აქედან გამომდინარე, მას კიდევ 14-16 მანდატის დამატება დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად და აი, აქ ჩნდება­ კიდევ ერთი საკითხი – დღევანდელ ოპოზიციაში, ვინც ბარიერს გადალახავს, მოიძებნება ის 16 კაცი, ვინც “ქართული ოცნების” მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს? იმ ფინანსური შესაძლებლობებით, რაც დღეს ივანიშვილს აქვს, ეს სავსებით რეალურია.

– ამბობთ, რომ “ოცნება” გაყალბების გარე­შე აიღებს 35%-ს. ფიქრობთ, ამით დაკმაყოფილდება? მით უმეტეს, აქამდე სულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობენ.

– მოდელი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომ არ გააყალბოს და ისე შეძლოს უმრავლესობის მიღება, არსებულ ვითარებაში რეალურია. არის მეორე ფაქტორიც – ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნი­ო­რებიც აღიარებენ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვა­ნია და პირველ რიგში “ოცნებისთვის”, რადგან მას ლეგიტიმაცია სჭირდება სწორედ დასავლეთისგან. ამ პროცენტის მიღება გაყალბების გარეშე “ოცნებისთვის” სავსებით რეალურია, რაც მათ კოალიციის შექმნის საშუალებას მისცემს. ამის გარდა, არის მეორე ვარიანტიც – ჩემი ოპოზიციისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, გამომდინარე მთელი ამ ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან, ივანიშვილს არ გაუჭირდება 15 კაცის მოძებნა, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარეს გადავლენ და მხარს დაუჭერენ “ოცნების” მთავრობას. ეს შეიძლება 15-20 მილიონი დოლარი დაუჯდეს. მილიონ დოლარზე რამდენი იტყვის უარს დღევანდელი ოპოზიციური კანდიდატებიდან, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ყველამ უარი თქვას, მაგრამ მეეჭვება.

წლებია ვხედავთ, როგორ ხდებოდა შევარდნაძის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ჯერ “ნაცმოძრაობაში”, თავი რომ დავანებოთ იმას, “ნაცმოძრაობაც” რომ თავად შევარდნაძემ წარმოშვა, და შემდეგ “ნაციონალებიდან” “ქართულ ოცნებაში”. არც იმას გამოვრიცხავ, “ქართულ ოცნებას” რომელიმე პარტიამაც დაუჭიროს მხარი და მასთან გააკეთოს კოალიცია, თუკი “ოცნება” პრემიერის სავარძელს დაუთმობს.

იქნება კოალიცია, შესაბამისად, არც ჩვენს პარტნიორებს და არც ოპოზიციას არ ექნებათ არგუმენტი, რომ არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო მათი მესიჯები.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის