მედია: არჩევნებისთვის შორ გზაზე – ემიგრანტები მგზავრობის შესაძლებლობებს ეძებენ

სთვის, ემიგრანტების დიდ ნაწილს ასობით და ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევს – მატარებლით, სამარშრუტო ტაქსით და თვითმფრინავითაც. ზოგი ყველაფერს თავისი ძალებით ახერხებს, ზოგს კი – დახმარება ესაჭიროება.

„გაიყოლე“, „დაიტოვე“ – ემიგრანტთა პლატფორმები და ჯგუფები კოორდინირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. სურთ, რომ 26 ოქტომბერს ყველამ შეძლოს არჩევნებზე მისვლა.

უკვე თვეებია, ემიგრანტები დამატებითი უბნების გახსნას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

პირველად პეკინში

ლალი [გვარის თქმა არ სურს] უკვე 25 წელია, ტაივანში ცხოვრობს და, შვილთან ერთად, წელს პირველად გეგმავს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩასვლას – არჩევნებისთვის, თვითმფრინავით, 700 კმ-ზე.

3.5 საათი უნდა ვიფრინოთ. ერთი ბილეთი [ორი გზა] 500 დოლარამდე ღირს. მერე იქ დარჩენის ხარჯიც გვექნება, იმ დღესვე ვერ დავბრუნდებით. ვფიქრობდი – იაპონიაში ან ფილიპინებში გადასვლას, უფრო ახლოს იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ გვითხრეს – მაინცდამაინც ჩინეთში უნდა ჩახვიდეთო“, – ლალი გვეუბნება, რომ პეკინში მანამდე არასოდეს ყოფილა.

ბილეთები ჯერ არ უყიდია. როგორც ამბობს, ს საარჩევნო სიის მიხედვით – რეგისტრაციას ჯერ ისევ თბილისის მისამართზე აქვს და საარჩევნო ბარათიც თბილისში მიუტანეს, მაგრამ საკონსულო აღრიცხვა სექტემბრის ბოლოს გაიარა და იმედი აქვს, რომ განახლებულ სიაში სწორად იქნება შეყვანილი.

„ნევროზი ავიკიდე ლამის ამ ლოდინით. ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე შევდივარ – ვამოწმებ სიას და ხან – ცესკოს სიებში ვეძებ ჩემს თავს. ცესკოს დავუკავშირდი, მითხრეს – 18-დან 20 ოქტომბრამდე გამოქვეყნდება სიებიო. მეშინია, შეიძლება თვითმფრინავის ბილეთი აღარც იყოს მერე, ან გაძვირდეს. არადა, რომ ვიყიდო, მერე აღარ ჩაიბარებენ… რაზეა ნეტა ეს ყველაფერი გათვლილი – ლოდინით რომ დაიღალო, ალბათ?!“, – ამბობს ლალი.

ლალის მსგავსად, ცესკოს განახლებულ საარჩევნო სიას ბევრი ემიგრანტი ელოდება, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებთ და შორ მანძილზე მგზავრობის დაგეგმვაც უღირთ. “[სია] ჯერჯერობით მუშავდება და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, განახლებული სია გამოქვეყნდება”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ცესკოში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება – ასეთი ტენდენციები, არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს