ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო – გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

„პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.
ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ.
იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს”.